ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთავი 2-ის პოლიტიკური თოქშოუს “თავისუფალი თემის” წამყვანმა ეკა ხოფერიამ დატოვა რუსთავი 2.


მან ამის თაობაზე გადაცემის მსველელობისას პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება.

მისივე თქმით მან ეს ნაბიჯი გადადგა რადგანაც არ სურს მიუღებელი მოთხოვნები შეასრულოს.

ექვსი ივლისის გადაცემის თემას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე წარმოადგენდა.

ხოფერიამ განაცხადა რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისათვის დათა ახალაიასათვის კითხვების დასმა გადაცემის მსვლელობისას სურდა და არა ბოლოში.

მისივე თქმით ხელისუფლების მხრივ იყო რამოდენიმე თხოვნა რომ ახალაია გადაცემის ბოლო სტუმარი ყოფილიყო.

მან აღნიშნა რომ მისი აზრით შინაგან საქმეთა მინისტრი გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით უნდა გადადგეს.

XS
SM
MD
LG