ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ -ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გახსნა ტერორისტული შეთქმულება.


გაზეთ ნიუორკ დეილი ნიუსის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერორისტული ჯგუფის წევრები აპირებდნენ ძლიერი ასაფეთქებელი მასალების გამოყენებით ჰოლანდის გვირაბის აფეთქებას რომელიც ნიუორკსა და ნიუჯერსს აკავშირებს.

როგორც ამ ინფორმაციაშია ნათქვამი შეთქმულები იმედოვნებდნენ რომ აფეთქება მდინარე ჰუდსონის წყლებით მანჰეტენის მასიურ დატბორვას გამოიწვევდა.

სიენენისადმი მიცემულ ინტერვიუში ნიუორკელმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა განაცხადა რომ ძალოვანებმა დროულად მოახერხეს ტერორისტული ჯგუფის ნეიტრალიზება.

ასოშიეითით პრესის მიერ მოპოვებული ინფორმაცის თანამხად ლიბანის ძალოვანებმა უკვე დააკავეს ერთი ეჭვმიტანილი რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს შეთქმულებთან.

ინფორმაცია ამ პირის შესახებ ლიბანს აშშ-მა გადასცა.

დეილი ნიუსი ციტირებას უხდენს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ერთერთი თანამშრომლის ნათქვამს რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

მისი თქმით შეთქმულებს ფინანსური და ტაქტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ერაყში ალ-ყაიდას ლიდერის აბუ მუსაბ ალ ზარქავის იორდანელმა დაახლოეულმა პირებმა სანამ ალ-ზარქავი ივნისში დაიღუპებოდა.

XS
SM
MD
LG