ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტმა დაჰგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა რომ ისრაელი ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და იგი უნდა დაიშალოს.

ეს განცხადება მას დღეს თეირანში გამართულ მიტინგზე გააკეთა.

მიტინგში მონაწილეები პალესტინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

ბატონ აჰმადინეჯადმა გაზხგასმით აღნიშნა რომ ისრაელი მათ უნდა დაშალონ ვინც შექმნა.

მისივე თქმით ისლამურ სამყაროში დაძაბულობა ზენიტს მიაღწევს თუ კვლავაც გაგრძელდება აწმყო მდგომარეობა პალესტინელების მიმართ.

გასულ წელს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია პრეზიდენტ აჰმადინეჯადის განცხადებებმა იმის თაობაზე რომ ჰქონდა თუ არა მართლაც ადგილი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპელ ებრაელთა გენოციდს და რომ ისრაელი მსოფლიოს რუქიდან უნდა გაქრეს.

XS
SM
MD
LG