ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ბაღდადში მეამბოხეთა ერთერთი ლიდერი დაატყვევეს.


ამის თაობაზე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ ეს პიროვნება ბაღდადში მოთარაეშეთა რამოდენიმე დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ეს შეიარაღებული დაჯგუფებები რეგულარულად ესხმოდნენ თავს კოალიციურ ჯარებს და ტერაქტებისათვის დანაღმულ ავტომობილებს იყენებდნენ.

ამ პიროვნების ვინაობა არ ყოფილა დასახელებული.

განცხადების თანახმად ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, განხორციელებული რეიდის დროს ამტყდარი სროლისას მოწიანააღმდეგის ორმოცამდე მებრძოლი დაიღუპა.

ერაყის და კოალიციური ჯარების მხარეზე მსხვერპლი არ ყოფილა.

ამ ფონზე ერაყის პოლიცია აცხადებს რომ ქალაქ სადრის შემოგარენში მომხდარი ბრძოლის დროს დაიღუპა ცხრა, ხოლო დაიჭრა 14 კაცი.

ამას გარდა იუწყებიან რომ ბაღდადში სუნიტ არაბთა მეჩეთებზე განხორციელებულ თავდასხმებში დაუზუსტებელი მონაცემებით 5 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG