ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტი რუსეთის დარწმუნებას შესძლებს კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში


დადასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში. გუშინ იგი მოხსენებით გამოვიდა ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეკრებილებს საქართველოს მთავრობის კორუფციასთან ბრძოლის, გადასახადების შეგროვების, სანვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ნაცნობი ფაქტები წარუდგინა. აუდიტორია, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული და მოიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა მისი ერთადერთი საჯარო პრეზენტაცია იყო ვაშინგტონში- წარმოდგენილი არ ყოფილა სპერტების ფართე სპექტრი, თუ არ ჩავთვლით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებით დაინტერესებულ წრეებს. საყურადღებო, პრეზიდნეტის გამოსვლაში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის ამერიკის ღია მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ციტირება იყო. კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის სანიმუშო მაგალითი რეგიონში, რეფორმატორული მთავრობა, და საქართველოდან გადახვეწილი ნიჭიერი ახალგაზრდების შინ დაბრუნების მნიშვნელობა -აი მოკლედ ის რაზეც ბატონმა პრეზიდნეტმა ილაპარაკა. პრეზენტაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან შესახვედრად ეჩქარებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეხვედრას, პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან ერთად, ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბატონი მეთიუ ბრაიზა. ბრაიზა: “ შეხვედრა სახელმწიფო მდივან რაისთან გამოირჩეოდა იმით, რომ აქ პრეზიდნტმა სააკაშვილმა კარგად წარმოადგინა ის თუ საით მიდის მისი ქვეყანა, შეაჯამა ის გარდაქმნები რომლებიც გატარდა ეკონომიკურ ფრონტზე , და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ასევე აღნიშნა, , თუ რამდენად საჭიროა უფრო ძირეული სასამართლო რეფორმები. ეს საკმაოდ შთმბეჭდავი პრეზენტაცია იყო. ამასთან კონდოლიზა რაისმა, ასევე დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული, აშკარა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და საქართველოს აღიარებული საზღვრების ფარგლებში”. როგორ უნდა მოხდეს რუსეთის დაინტერესება უფრო კონსტრუქციულად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის და კერძოდ, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მეტიუ ბრაიზა: “ საქართველო უკვე აჩვენებს თავის წარმატებას, ეს პროცესი გრძელდება, და კიდევ უფრო მეტის მიღწევა უნდა შესძლოს როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყაყანამ. ამდენად საკმაოდ ძნელია ამის უარყოფა და ამდენად აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ეს უნდა დაინახონ, და აღიარონ რომ მათთვის საქართველოს საზღვრებში დაბრუნება მიმზიდველი უნდა იყოს. დიდი რვიანის შეხვედრაზე არ მოხდება უშუალოდ საქართველოს საკითხის განხილვა, მაგრამ ჩვენი მხრიდან აშშ პრეზიდენტმა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ სააკაშვილის ამ უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, კარგად შესძლებს რუსეთის დარწმუნებას საქართველოს ტერირტორიული მთლიანობა აღიაროს და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის იღვაწოს.“
XS
SM
MD
LG