ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა იაპონიისგან კატეგორიულად მოითხოვს სანქციების მოხსნას.


იაპონიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა განაცხადა რომ იმ შემთხვევაში თუ ტოკიო არ მოხსნის სანქციებს, ოფიციალური ფხენიანი შესამაბისად მკაცრ ზომებს მიმართავს.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გუშინწინ 7 რაკეტის გამოცდის შემდეგ ტოკიომ ექვსი თვით აკრძალა მისი პორტებიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით საზღვაო მოძრაობა.

ამას გარდა აიკრძალა იაპონიაში ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების სტუმრობა.

დღეს სამხრეთ კორეამ არ დააკმაყოფილა ფხენიანის თხოვნა სამხედრო დარგში მოლაპარაკებების დაწყებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქრისტოფერ ჰილი ამჟამად აზიის ქვეყნებში მოგზაურობს, რათა შემუშავდეს ერთობლივი პოზიცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

ბატონი ჰილი პეკინში უკვე შეხვდა ჩინელ ოფიციალურ პირებს.

გაეროს უშიშროების საბჭო იხილავს იაპონიის ინიციატივას რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ფონდების და ტექნოლოგიის ჩრდილოეთ კორეისადმი მიწოდების აკრძალვას, რომელიც ფხენიანმა შეიძლება მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების განვითარებისთვის გამოიყენოს.

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისის ირგვლივ სიენენ-ს ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში

მასლას ამის შესახებ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ქეთი გაბუნია გაგაცნობთ.

XS
SM
MD
LG