ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი ერაყში


ერაყის სამხრეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 ხოლობ დაიჭრა 40 კაცი.

პოლიციის განცხადების თანახმად კამიკაძემ ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი შიიტთა სალოცავის შორიახლოს ააფეთქა.

გამოძიებამ ცხადყო ის ფაქტი რომ ტერაქტი ირანელი მომლოცველების მიმართ იყო განხორციელებული რომლებიც აფეთქების მომენტში ორი ავტომობილით მოძრაობდნენ.

კამიკაძე ტერორისტმა მისი ავტომობილი მომლოცველთა ორ ავტომობილს შორის ჩააყენა და ასაფეთქებელ მექანიზმს დეტონირება მოუხდინა.

ტერაქტს ქალაქ ნაჯაფის შემოგარენში ჰქონდა ადგილი.

ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების პრეს ცენტრმა გააკეთა განცხადება.

განცხადების თანახმად ერაყში ალ-ყაიდას ახალი მეთაურის , აბუ აუუბ ალ-მასრის, არჩევასთან დაკავშირებით გაიზრდება ავტომობილებში დამონტაჟებული ნაღმების აფეთქების შემთხვევები რადგანაც ალ მასრი ავტომობილების დანღმვის სპეციალისტია.

XS
SM
MD
LG