ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის რაკეტები ამერიკას ვერავითარ საშიშროებას ვერ უქმნის.


ფხენიანი აცხადებს რომ წარმატებით გამოსცადა მისი რაკეტები .

განცხადების თანახმად გამოცდები მომავალშიც გაგრძელდება. მის ოფიციალურ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა რომ ძალის გამოყენებას მიმართავს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ რომელიც შეეცდება აიძულოს ფხენიანი შესწყვიტოს მისი რაკეტების გამოცდა.

განცხადების თანახმად გამოცდებმა შედეგად გამოიღო ის რომ კიდევ უფრო განმტკიცდა ჩრდილეოთ კორეის სათავდაცვო პოტენციალი.

მიუხედავად ამისა პენტაგონი აცხადებს რომ თვალყურს ადევნებდა შვიდივე რაკეტის გამოცდას და მიღებული მონაცემების საფუძველზე დაასკვნა რო ეს რაკეტები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ამერიკისათვის.

განცხადებაში ნათქვამია რომ ფხენიანის ერთ-ერთი შორი რადიუსის რაკეტა გატყორცნიდან ორმოც წამში ჩავარდა ზღვაში.

ფხენიანის სარაკეტო გამოცდებმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია.

სეულის წარმომადგენელმა განაცხადა რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მომხდარი პრეზიდენტ ბუშთან ტელეფონით განიხილა და ამ რაკეტების გამოცდას სერიოზული პროვოკაცია უწოდა.

პრეზიდენტმა ბუშმა ამის პარალელურად ამ საკითხზე იაპონიის პრემიერ მინისტრთან ჯუნიშირო კოიზუმისთან იმსჯელა.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზე რომ საჭიროა გაეროს სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მომავალ კვირას ფხენიანს მიფრინავს რათა ამ საკითხზე ჩაატაროს მოლაპარაკება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალვროვს მიაჩნია რომ სანქციები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

XS
SM
MD
LG