ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლში აშშ-ის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს


შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დაწყებამდე თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ საქართველო ვაშინგტონის მთავარი მოკავშირეა რეგიონში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები არ მალავენ რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოში ბევრ ქვეყანას გაუღვიძა თავისუფლების მოპოვების სურვილი.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შექმნილი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და საქართველოში დემოკრატიის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG