ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პოლიციამ დაზვერვის ორი ოფიცერი დააპატიმრა


იტალიის პოლიციამ დაზვერვის ორი ოფიცერი დააპატიმრა, რომლებიც სამი წლის წინათ ამერიკელ აგენტებთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილის გატაცებაში მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი დაკავებული იტალიის დაზვერვის სააგენტოს დირექტორი მარკო მანჩინია. გარდა ამისა იტალიის მართლმსაჯულებამ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სამ აგენტზე გამოაცხადა ძებნა, მეოთხე ძებნილი კი ავიანოს სამხედრო საჰაერო ბაზის თანამშრომელია.

ამ პირებმა 2003 წელს მილანში მოღვაწე ეგვიპტელი სასულიერო პირი აბუ ომარი მოიტაცეს და ეგვიპტეში გადაიყვანეს, სადაც ის სასტიკად აწამეს.

XS
SM
MD
LG