ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის და აზიის ლიდერებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის ფაქტი.


შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი აღარ გაიმეოროს ამგვარი პროვოკაცია. იაპონიაში ამერიკის ელჩის თომას სჩაფერის განცხადებით შეერთებული შტატები თავდაცვით ზომებს მიიღებს თუ ამგვარი რაკეტები მის უსაფრთხოებას დაემუქრება.

თეთრი სახლის წარმომადგენელის ტონი სნოუს განცახდებით მთავარია ჩრდილოეთ კორეა დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს, რომელშიც კორეელებთან ერთად ამერიკის იაპონიის რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ჩინეთმა შეშფოთება გამოხატა ფხენიანის მოქმედების გამო, თუმცა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ჩრდილოეთ კორეის ელჩს რუსეთის ხელისუფლებამაც მოთხოვა განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იაპონია ჩრდილოეთ კორეის ამგვარ მოქმედებას საკუთარი უშიშროების და მთელი აზიის მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ჯუნიჩირო კოიზუმის განცხადებით:” ჩვენი მონაცემებით ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა და ამ ექსეპერიმენტების გაგრძელებას აპირებს. მიუხედავად ამისა საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა გაწყვიტოს ფხენინთან კავშირი.”

თავად იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს აუკრძალა იაპონიაში შემოსვლა.

XS
SM
MD
LG