ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა


თეთრ სახლში დასრულდა ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ აშშ დღეს განსაკუთრებულად არის შეშფოთებული ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის ფაქტის გამო. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის თუ შემდგომი პრეს-კონფეენციის ერთერთი მთავარი თემა- საინფორმაიცო საშუალებების მხრიდანაც სწორედ ეს საკითხი გახლდათ.

და მაინც, დასრულდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში, თუმცა იგი ვაშინგტონში აგრძელებს უმაღლესი დონის შეხვედრებს. პრეზიდენტმა ბუშმა ქართველ ლიდერს მადლობა გადაუხადა ერაყში გაწეული დახმარებისა და კოალიციის ჯარების საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

ამას გარდა, ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რომ ვაშინგტონი იღწვის რათა საქართველოს ხელი შეუწყოს ნატოს წევრად გახდომაში.

ჯორჯ ბუშმა, იქვე, ქართველი ლიდერი შეაქო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრის ძალისხმევისთვის .

საქართველოს პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერთან განიხილა დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების სამიტის საკითხი.

შეხვედრისას, ვარაუდით, მხარეებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხზეც უნდა ემსჯელათ.

XS
SM
MD
LG