ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ მე-7 რაკეტა გამოსცადა.


დღეს დილით ფხენიანმა ზედიზედ ექვსი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის ერთი შორი რადიუსის მქონე რაკეტა რომელიც იაპონიის ზღვაში ჩავარდა. როგორც ოფიციალური სეული და ტოკიო აცხდებენ ვარაუდით მე-7 რაკეტა საშუალო რადიუსის მქონეა.

შორი მანძილის ტაეპოდონგ-2-ის ტიპის რაკეტა რომელიც ჩრდილოეთ კორეამ პირველი გამოცდისას გასტყორცნა იაპონიის ზღვაში გატყორცნიდან 40 წამში ჩავარდა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ ადგილი ჰქონდა პრობლემებს ძრავაში.

უკანასკნელი მონაცემებით ამ შორი რადიუსის რაკეტას ამერიკის ტერიტორიამდე მოღწევის უნარი შეწევს.

აშშ-ს მთავრობამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ რაკეტის გამოცდა.

თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კორეის მეზობელ სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG