ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლების განცხადებით შეიარაღებულმა პირებმა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და მისი 19 პირადი მცველი გაიტაცეს.


ამავე განცხადების თანახმად გამტაცებლებმა ხელში ჩაიგდეს ბადრაგის ავტოები, რითაც მოგზაურობდა მინისტრის მოადგილე, რაად ალ ჰარიტი და მისი პირადი მცველები.

ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე მაღალი რანგის წარმომადგენლის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

შაბათს გაიტაცეს სუნიტი არაბი კანონმდებელი და მისი 7 პირადი მცველი.

სუნიტი კანონმდებლები, თვლიან რომ გატაცებაში შიიტი მეამბოხეების ხელი ურევია, აპროტესტებენ ამ ფაქტს და დაჟინებით მოითხოვენ მის განთავისუფლებას.

XS
SM
MD
LG