ყანდაარის პროვინციაში თალიბ მეამბოხეთა და ავღანეთის პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას 12 მეამბოხის სიცოცხლე შეეწირა.
ამის ფონზე ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქაბულში ორი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა სულ მცირე 5 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იუსუფ სტანეზაის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პირველი ნაღმი ქაბულის გზაზე აფეთქდა, რის შეედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი. მეორე აფეთქეებას მოგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგ, ქაბულის ცენტრში, კინო-თეატრში ჰქონდა ადგილი. დაჭრილია 4 ადამიანი.