ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის ხელისუფლებას დასავლეთის წინადადებების მიღებისკენ მოუწოდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის ხელისუფლებას დასავლეთის წინადადებების მიღებისკენ მოუწოდა ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გაუგებრობის აღმოფხვრის მიზნით.

ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს რომ ირანი ამ საკითხს დადებითად გადაწყვიტავს 15 ივლისს დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებამდე. ჩინეთის ხელისუფლებამაც მოუწოდა თეირანს აღარ გააჭიანუროს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

თავის მხრივ შეერთებული შტატები აცხადებს რომ თუ თეირანი 12 ივლისამდე არ დათანხმდება ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას მაშინ მის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ნიკოლას ბარნსის განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია 12 ივლისს ევროპაში იმსჯელებენ ირანის პასუხის შესახებ.

თავად თეირანი კი მკაფიოდ აცხადებს რომ აღნიშნული საკითხის განხილვას აგვისტოს შუა რიცხვებამდე არ აპირებს.

XS
SM
MD
LG