ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელენე თევდორაძე პრეზიდენტის ჩამოსვლას დაელოდება !


დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდება. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების პროცესი, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა.

მათ შორის, შესაძლოა, პრეზიდენტებმა საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხი განიხილონ, ვინაიდან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰუმან რაიტს ვოტჩმა“ აშშ-ს პრეზიდენტს წერილით მიმართა, სადაც რეკომენდაციას იძლევა, რომ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტთან ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხი განიხილოს.

კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. საქართველოში, სადაც ამ დღეებში სამართალდამცავთა მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბათუმის სასტუმროდან გამოყრილი დევნილები ღია ცის ქვეშ დარჩნენ, სადაც გუშინ დმანისის მამათა მონასტერში პოლიცია შეიჭრა და, ეპარქიის წარმომადგენელთა განცხადებით ეკლესია დაარბია - მღვდელმსახურები და მრევლი იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინა და 10 წუთი ამ მდგომარეობაში ამყოფა, ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ბევრი ადამიანი ელოდება...

აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგიდან სწორედ გუშინ დაბრუნებულ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს გავესაუბრე. ე.თევდორაძე : „ - ხდება ძალის დემონსტრირება. ამ ძალის დემონსტრირებით ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ კარგავს და არა პოულობს მომხრეებს. ამას ძალიან განვიცდი. მრჩება ზოგჯერ შტაბეჭდილება, თითქოს ვიღაცას ეს აწყობს.. ვიღაცა სპეციალურად უკეთებს ჩვენს პრეზიდენტს ასეთ... ზურგში დანის ჩარტყმა ხდება. მოღალატეები არიან ხელისუფლების ვინც ამას აკეთებს ?! ამ კითხვაზე პასუხი უნდა გამცენ აუცილებლად. დაველოდები პრეზიდენტის ჩამოსვლას და აუცილებლად ამ საკითხებზე დაველაპარაკები“.

XS
SM
MD
LG