ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია, როგორც მანიპულაციის საშუალება


უკანასკნელ დროს, ძალიან გულგრილი და დაუკვირვებელი მაყურებელიც კი შეამჩნევდა, რომ აქამდე უხვად და პირველყოვლისა არსებულ სიახლეებს კრიმინალური ქრონიკის ნაცვლად, ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ახალ ახალი ინფორმაცია გადის. გადაცემის სტუმარი, სოციოლოგი ვაკა გორგილაძე ამ ორი ტენდენციის ანალიზს გვათავაზობს. კრიმინალური ქრონიკის უპირატესობა საინფორმაციო გამოშვებებში და ახლა, უკანასკნელ დროს, მის ადგილას მყოფი საფეხბურთო სიახლეები.

ვაკა გორგილაძე _ თუკი კრიმინალურ ქრონიკას გავაანალიზებთ, აქ ერთი რამ იკითხება, იმ კადრებით რომელსაც წარმოგვიდგენენ, ამით ჩვენ გვეუბნებიან რომ ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი, სჭირდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მკაცრ რეფორმირებას, ვინაიდაინ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა არ შეესაბამება იმ კულტურულ გარემოს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. როგორც წესი, ამ სიუჟეტების შემდეგ ჩნდება ოპტიმისტური განწყობა, ანუ ჩვენ ვიჯერებთ, რომ ამ ცუდ და ნეგატიურ პირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ ეს ძლიერი სამინისტრო, ადამიანთა ჯგუფი მოაგვარებს. ახლა რაც შეეხება ფეხბურთს. ის ფარავს რეალურ პრობლემებს, საკითხებს, მაგალითად ქირურგიული ოპერაციების გაძვირება, პრობლემები უნივერსიტეტში, პრივატიზიაციის საკითხი, სააკაშვილის და პუტინის შეხვედრა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, თავად პოლიტიკოსებიც კი არ აკეთებენ მკაცრ კომენტარს, რადგან მათაც იციან, რომ ახლა ეს არ იქნება ეფექტური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მედიას, როგორც მანიპულაციის საშუალებას მართავს, პოლიტიკური ელიტა, ჯგუფი. ეს კარგია, მათ ეს წარმატებულად გამოსდით, მაგრამ საკითხავია, რისთვის კეთდება ეს და რა შედეგს მივიღებთ?!

კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ საფეხბურთო მედია ისტერიას, უკანასკნელ წელს ყველაზე გახმაურებული კრიმინალური ინტორიის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესიც დაემთხვა. პროცესი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მოსახლეობაში, რომლის განაჩენს მთელი ქვეყანა ელის, სადაც სიმართლე ერთია და ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე მეორე. ყველაფერი ეს ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გადამწყვეტ მატჩებს ატარებს, მაშინ როდესაც სამწუხაროდ ქვეყნის მოსახლეობა სხვა სასიხარულო აზარტული საკითხებით არის დაკავებული. და ამისათვის პოლიტიკურმა ელიტამ და მედიამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავეს.

XS
SM
MD
LG