ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენს თავისი ხალხი ჰყავს სომალიში


სომალის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენს თავისი ხალხი ჰყავს ქვეყანაში და სომალიში ქაოსური სიტუაციის შექმნა აქვს მიზნად დასახული.

ალი მუჰამედ გედიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც ბინ ლადენმა გააფრთხილა უცხოეთის ქვეყნები თავი შეიკავონ სომალიში ჯარების გაგზავნისაგან.

ბატონი გედის განცხადებით ოსამა ბინ ლადენი არ არის მუსულმანთა ბელადი და არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია სომალიში. თუმცა თავად პრემიერ-მინისტრის დროებითი მთავრობა ქალაქ ბაიდოაში მდებარე საკუთარი ბაზის იქით ვერაფერს აკონტროლებს სომალიში. ქვეყნის დედაქალაქი მოგადიშუ და უმეტესი რაიონები ამჟამად ისლამური სასამართლოების მეომრების ხელშია,რომელთა ლიდერმა შეიხ შარიფ აჰმედმა ამას წინათ განაცხადა, რომ ბინ ლადენი საკუთარ პოზიციას გამოხატავს ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უცხოელი პლიტიკოსი.

XS
SM
MD
LG