ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ბუშს შეხვდება.

ოთხშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტური რეგიონების პრობლემებზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაზე იმსჯელებენ. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ირაკლი ალასანიაც იმყოფებიან.

გასულ თვეს ადამიანის უფლებათა დამცავებმა პრეზიდენტ ბუშს მოთხოვეს სააკაშვილთან შეხვედრისას ყურადრება გაამახვილოს საქართველოში ამ სფეროში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

“ჰუმან რაითს ვოჩმა” შეშფოთება გამოხატა საქართველოს ციხეებში შექმნილი უმძიმესი სიტუაციის გამო. ასევე ქართველი ძალოვანების მიერ ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციის პრაქტიკის გახშირებისთან დაკავშირებით, იმ დროს როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოში.

XS
SM
MD
LG