ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტები კვლავაც გრძელდება


მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერაყის ქალაქ მოსულში სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.

ხელისუფლების განცხადებით აფეთქების ტალღა პოლიციის პატრულის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა ის მიზანს ასცდა.

დღესვე ალ-ანბარის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციის დროს ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

ამასობაში აქამდე უცნობმა შიიტურმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებზე მომხდარ თავდასხმებშია გარეული, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ისინი არ იქნება ერაყელი სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული.

აღნიშნული ვიდეო მასალა კვირას ლიბანის ტელევიზიით გადაიცა.

XS
SM
MD
LG