ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ აშშ-ში


მომავალ კვირას ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილავენ. თავად ქართველი პრეზიდენტისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ პრეზიდენტთან შეხვედრა იქნება, რომელიც 5 ივლისს გაიმართება თეთრ სახლში. როგორია ამერიკის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის სტთატეგიული კურსისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ელიზაბეთ რუდი, რომელიც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებისა და რეგიონალური კონფლიქტების განყოფილების ხელმძღვანელია, გვეუბნება:

“ რა თქმა უნდა ორივე პრეზიდენტის შეხვედრა მომავალ კვირას მნიშვნელოვან დროს ხდება. თეთრი სახლის განცხადებით-ორი პრეზიდენტი საქართველოში სხვადასხვა პროცესების განვითარების შესახებ იმსჯელებენ იქ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის შემდეგ. ამას გარდა, ისინი სავარაუდოდ განიხილავენ ზოგადად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების სხვადასხვა ასპექტებს.” როგორია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიდგომა საქართველოში კონფლიქთების მოგვარების პროცესში” ე. რუდი:

“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ერთადერთი მისაღები გზა ამერიკისთვის არის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით, რაც ამ კონფლიქტური რეგიონის სტატუსის საკითხის გარკვევას მოამზადებს საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ჩარჩოების ფარგლებში. ეს, ამასთან, არ არის მხოლოდ ამერიკის პოზიცია, არამედ მთელი საერთაშOრისო საზოგადოების დამოკიდებულება, რაც გამოხატულია გაეროს რეზოლუციებში და ეუთოს დეკლარაციებში. ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორიე კონფლიქტის მოგვარებისთვის უნდა განვითარდე ის პროცესები, რომლებიც ძალადობას და დაძაბულობას ამცირებს, და სტატუსის გარკვევისთვის ნდობას ამტარებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სწორედ ასეთი გეგმა შეიმუშავა. ამ სტრატეგიას ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს. პირველად ეს გეგმა გასულ წელს ეუთოს შეხვედრაზე მოიწონეს, და მეორედ, კი, ცოტა ხნის წინ დონორთა კონფერენციაზე. ამერიკა, ასევე ჩარულია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, როგორც გაეროს მეგობართა ჯგუფის მონაწილე მხარე, და ამას გარდა, ჩვენი და ჩვენი ევროპელი კოლეგების მოვალეობაა იგივე გავაკთოთ სამხრეთ ოსეთშიც.-ამბობს ე. რუდი. “საქართველოს დამოკიდებულებას უცხოურ ენერგო პროდუქციაზე დიდი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს, ამის მაგალითია გასული წლის ზამთარი. ჩვენ საქართველოს მოვუწoდებთ და ვეხმარებით კიდეც მას ენერგო დივერსიფიკაციის პროცესში. ენერგო სექტორის რეფორმის გაძლიერება, არსებული ენერგო რესურსების რეაბილიტაცია, ახალი ნავთობის და გაზის სატრანზიტო მარშრუტები-ასევე გაამდიდრებს საქართველოს ენერგო ბაზარს. ჩვენი მიგვაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ კასპიური ნავთობის დასავლეთის ბაზრებამდე გადასატანად. გარდა ამისა, რეგიონში ამერიკის სტრატეგიაა ენერგო ბაზრის განვითარებისთვის სწორედ მრავალმხრივი ენერგო და გაზის მარშრუტების განვითარებასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობას ემსაურება.” გვესაუბრებოდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებისა და რეგიონალური კონფლიქტების განყოფილების ხელმძღვანელი ელიზაბეთ რუდი.

XS
SM
MD
LG