ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის სამხედრო კატარღებმა თამილ მეამბოხეთა ხომალდი ჩაძირეს


შრი ლანკის სამხედრო კატარღებმა თამილ მეამბოხეთა ხომალდი ჩაძირეს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო საზღვაო პორტს უახლოვდებოდა. შრი ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელის განცხადებით აღნიშნული ხომალდის მისამართით რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, მაგრამ მან მაინც არ შეწყვიტა სამხედრო ბაზის მიმართულებით მოძრაობა და იგი ჩაძირეს.

ამ კვირის დასაწყისში თამილი ვეფხვების 20-მდე ხომალდმა იერიში მიიტანა შრი ლანკის ორ საპატრულო კატარღაზე. შრი ლანკის ხელისუფლების განცახდებით სამხედროებმა მეამბოხეთა ორი ხომალდი ჩაძირეს და 6 აჯანყებული გაანადგურეს. თუმცა თამილები უარყოფენ ამ ინფორმაციას და აცხდებენ რომ ბრძოლაში მხოლოდ ერთი მეომარი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG