ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები ისრაელის სამხედრო მოქმედების შეწყვეტას მოითხოვენ


ისრაელმა უარყო პალესტინელი მეომრების მოთხოვნები რომლებსაც ებრაელი ჯარისკაცი ჰყავთ დატყვევებული. პალესტინელები ისრაელის ციხეებიდან ათასამდე პატიმრის განთავისუფლებას და ღაზის სექტორში მიმდინარე ისრაელის სამხდრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პალესტინელებთან ყოველგვარი გარიგების წინააღმდეგია. მისი თქმით ებრაელი ჯარისკაცი უნდა გაანთავისუფლონ ან ისრაელი თავად აიძულებს გამტაცებლებს ამის გაკეთებას.

გაეროში პალესტინის წარმომადგენელი რიად მანსურის განცხადებით:’’ 25 ივნისს ღაზის საზღვრისპირა რაიონში ისრაელის ჯარისკაცის გატაცების შემდეგ ებრაელი ოკუპანტები გამუდმებით იმუქრებიან ღაზის სექტორში სადამსჯელო სამხედრო ოპერაციის დაწყებით.”

ჰამასის სამხედრო ფრთამ და კიდევ ორმა პალესტინურმა დაჯგუფებამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს რომელიც ისრაელის აგრესიის შეწყვეტას და ციხეებიდან პალესტინელი ქალების განთავისუფლებას მოითხოვს. ამასობაში ისრაელი აგრაძელებს პალესტინის სამთავრობო შენობების დაბომბვას ღაზის სექტორში.

XS
SM
MD
LG