ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი წელი გავიდა მარლონ ბრანდოს გარდაცვალებიდან


მარლონ ბრანდოს, ბევრის აზრით განსაკუთრებული უნარი შესწევდა აუდიტორიასთან თუ მის სცენურ ასევე კინო პარტნიორებთან უშუალო კონტაქტი დაემყარებინა.

ჯეიმს კაანი, რომელიც სონი კორლეონეს როლს ასრულებდა ფილმში “ნათლია” იხსენებს, რომ მისი თაობის ნებისმიერი წარმომადგენელი მართალი არ იქნება თუ იტყვის, რომ მარლონ ბრანდო არაფერს ნიშნავდა მისთვის: “ეს დიდი მსახიობი მართლაც რომ მოვლენა იყო ყველა ჩვენგანისათვის” -აგრძელებს კაანი. მისი აზრით, ბრანდო იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც დიდი მსახიობი და ასევე საოცარი პიროვნება გახლდათ, მსახიობი, რომელიც უსაზღვროდ ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და ასევე არაჩვეულებრივი ინსტინქტითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით იყო ცნობილი.

ბრანდო ნებრასკას შტატში, ქალაქ ომაჰაში 1924 წელს დაიბადა. ნიუ იორკში მომავალი კინოვარსკვლავი 19 წლის ასაკში გადასახლდა. ბროდვეიზე მისი სასცენო ქმნილებები ჰოლივუდის პროდიუსერთა ყურადღების ცენტრში მოექცა და 1951 წელს მან ელია კაზანის კინოსურათში “ ტრამვაი სახელად-სურვილი” ითამაშა. კარლ მალდენი, რომელიც ასევე მონაწლეობს ამ ფილმში ამბობს, რომ ბრანდომ თამაშის სტილი შესცვალა ამერიკაში. რობერტ ოსბორნი, რომელიც გაზეთ “Holywood Reporter”-ის მიმომხილველია, ამბობს, რომ ბრანდოს გავლენა თავიდანვე შესამჩნევი იყო.

ბრანდოს პირველი ფილმი იყო კინოსურათი სახელწოდებით “ადამიანი”, თუმცა ნამდვილი ბრანდო მხოლოდ “ სურვილის ტრამვაით” გამოჩნდა. იმ დრომდე, იხსენებს ოსბორნი, არავის ენახა მსგავსი მსახიობი, არამარტო იმიტომ, რომ იგი ნამდვილი ვარსკვლავი იყო, არამედ იმიტომაც რომ მას ნამდვილი პიროვნული დინამიზმი ახასიათებდა. მხატვრული სახეების მისეული ინტერპრეტაციისას თეატრალურობა ნაკლებად იგრძნობოდა, არამედ ეს იყო რეალისტური თამაში და მაღალი პროფესიონალიზმი.

ავსტრიელი მსახიობი მაქსიმილიან შელი, რომელიც ბრანდოსთან ერთად 1958 წელს გადაღებულ ფილმში “ახალგაზრდა ლომები” თამაშობდა, იხსენებს: “თავიდან, ბრანდო არ მომწონდა როგორც მსახიობი, ბოლოსდაბოლოს მან გერმანული არ იცოდა, მე ინგლისური. ამიტომაც ფრანგული ვამჯობინეთ, თუმცა არცერთი ვიყავით ზედმიწევნით გათვითცნობიერებულნი, თუმცა მაინც ორი საათი ვისაუბრეთ. ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი დიდი ადამიანი იყო, ამავე დროს საოცრად განსხვავებული, სამართლიანი, და არავიზე დამოკიდებული.”

1973 წელს მარლონ ბრანდომ უარი თქვა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მიღებაზე, და ამით პროტესტი გამოხატა ჰოლივუდის მიერ ამერიკელი ინდიელების მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო. ნაცვლად ოსკარის ცერემონიაზე გამოცხადებისა, ბრანდომ, ინდიელი აქტივისტი საშინ ლითლფეადერი გაგზავნა ჰოლივუდში რომელმაც მკაცრი შეფასებები გააკეთა ჰოლივუდის პოლიტიკასთან დაკავშირებით. სწორედ მსგავსი შემთხვევების გამო იყო, რომ ბრანდოს ბევრი უხეშ პიროვნებად და მსახიობად მიიჩნევდა. მსახიობი ჯეიმს კაანი ფიქრობს რომ ეს ხშირად რეჟისორების დამსახურება იყო, და რომ ფრენსის ფორდ კოპოლას გარდა, ბევრი ცდილობდა მის გაკონტროლებას.

ბრანდო სწორედ ამას გაურბოდა. კინო-კრიტიკოსების აზრით, ბრანდოს ყველა როლი ერთნაირად წარმატებული არ იყო, მაგალითად მისეული მარკ ანტონი 1953 წელს გადაღებულ “იულიუს კეისარში”. თუმცა, ისევ რობერტ ოსბორნის აზრით, ეს საინტერესო და მდიდარი კინოკარიერის ნიშანია. თუმცა ყველა თანხმდება იმაში რომ ორი-სამი კინოსურათი სადაც მარლონ ბრანდომ საუკეთესოდ შეასრულა კინო როლები და რომელთა შემდეგაც მისი სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი- გახლავთ “ მდინარის სანაპირო”, “ ტრამვაი სახელად-სურვილი”’ და “ ნათლია.” ამ სამ ფილმში ბრანდომ ის სახეები შექმნა, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებს კინომსახიობთა, კინოინდუსტრიისა და აუდიტორიის შთაგონებაზე.

XS
SM
MD
LG