ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი განაგრძობს მის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში.


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს რომ ყველაფერი კეთდება კრიზისის დასაძლევად რომელსაც ბიძგი მისცა პალესტინელი მემაბოხეების მიერ ებრაელი ჯარიკაცის გატაცებამ.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პალესტინელმა კანონმდებელმა საებ ერეკატმაც:

“ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიღწვით რათა დავადგინოთ ის თუ სად ჰყავთ დაკავებული ეს ჯარისკაცი , რათა იგი უვნებლად გადავცეთ ისრაელის მხარეს” .

ისრაელი საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს თუმც აღსანიშნავია ის რომ იგი აყოვნებს სახმელეთო ჯარების შეჭრას ღაზის სექტორში.

ამის თაობაზე მას თხოვნით მიმართა ეგვიპტის მთავრობამ.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა განცხადა რომ ჰამასი მზად არის გაათავისუფლოს ებრაელი ჯარისკაცი განსაზღვრული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ისრაელი დაჟინებით მოითხოვს ჯარისკაცის გათავისუფლებას რაიმე წინაპირობების გარეშე.

XS
SM
MD
LG