ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ირანის ოფიციალურ რეაქციას მომავალი კვირისათვის მოელის.


როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი მოელის ოფიციალური თეირანის რეააქციას ირანის მთავარი მოთათბირის ალი ლარიჯანისა და ევრიკავშირის საგარეო უწყების უფროსის ხავიერ სოლანას შეხვედრაზე რომელიც 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ გაეროში გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა რომ თეირანი აგვისტომდე არავითარ რეაქციას არ მოახდენს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინიციატივებზე, რომლებიც ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას ითვალისწინებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ, თეირანს განსაზღვრული დრო სჭირდება რათა დააზუსტოს ერთობ ბუნდოვანი პუნქტები რომლებსაც ეს ინიციატივები შეიცავს.

XS
SM
MD
LG