ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის ახალი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა.


მასში იგი ხოტბას ასხამს ალ-ყაიდას ერაყის განშტოების ლიდერს აბუ მუსაბ ალ-ზარქავის.

ეს ვიდეო ჩანაწერი დღეს დილით ინტერნეტით გავრცელდა.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის თაობაზე ეკუთვნის თუ არა იგი მართლაც ბინ ლადენს.

ჩანაწერში ისმის ხმა რომელიც ძალზე წააგავს ბინ ლადენის ხმას, იგი აცხადებს რომ ზარქავი ჯიჰადის ლომი იყო და იგი ჯიჰადის ერთერთი წამებული გახდა. იქვე პრეზიდენტ ბუშს მოუწოდებენ ზარქავის ცხედარი მისი ოჯახის წევრებს გადასცენ და რომ ბრძოლა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გაგრძელდება.

ამ ჩანაწერში ნათქვამია რომ ზარქავის მიღებული ჰქონდა განკარგულება ბოლომდე ებრძოლა უცხოელი ოკუპანტების, განსაკუთრებით ამერიკელებისა და მათი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG