გედიმინას კირკილასი როგორც ცნობილია ლიტვის სოციალურ დემოკძრატიული პარტიის წევრია.
პრემიერ მინისტრის პოსტი კი ვაკანტური იყო მაისის შემდეგ, მაშინ როცა სოციალ დემოკრატების კოალიციური მთავრობა დაიშალა.
პრეზიდენტმა ადამკუსმა პრემიერ მინისტრის პოსტზე მაისში უკვე ერთხელ დაასახელა სოციალ დემოკრატი, მაგრამ ნომინანტმა-ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ზიგმანთას ბალცითისმა კენჭისყრისას პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
თავდაცვის მინისტრი კი სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შესაქნელად მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.
კირკილასმა უკვე განაცხადა, რომ ევრო კავშირის წევრობის განმტკიცებას და პრო დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ კურსს გააგრძელებს თუ მას ამ პოსტზე დაამტკიცებენ.