ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში საგანეგბო მდგომარეობა გამოცხადდა


პენსილვანიის შტატის საგანგებო მდგომარეობის ოფისი აცხადებს რომ პენსილვანიის შტატში, მდინარე სუსკვანას წყლის დონემ რომელმაც დიდი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო საგრძნობლად აიწია, კლება იწყო. მდგომარეობა სტაბილურია.

ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქალაქ ვილკისბერიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებული იყო ორას ათასამდე ადამიანი რადგანაც მდინარე სუსკვანას წყლის დონის აწევის შემდეგ გაჩნდა ქალაქის დტბორვის საშიშროება.

მიუხედავად მდინარის ირგვლივ აგებული წყალდიდობისგან დასაცავი ჯებირისა მდინარის გასწვრივ მოსახლეობა არ არის დაცული.

პენსილვანიის, ვირჯინიის, მერილენდის, ნიუორკისა და ნიუჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

სტიქიას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG