ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალქალაქის სომხები ისევ ავტონომიაზე ლაპარაკობენ !


თბილისში 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავის კოლეგას, საგარეო მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.

საუბრის თემა - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამცხე-ჯავახეთში შექმნილი ვითარება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ახალქალაქში შექმნილი პრობლემები მხოლოდ საქართველოს საქმეა და სომხეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, სომხური დიასპორის თავმჯდომარეს ვან ბაიბურთს მივმართე : ვან ბაიბურთი : „ - სამცხე-ჯავახეთში ახალი იდეა აქვთ, ჯავახეთში სომხური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.

ეს სასაცილოა! - 15 წელი ამას გაჰყვირიან, 15 წელიწადში ხომ შეეძლოთ იმ ხალხს, ვისაც აქვს კარგი გაგებით, ამბიცია მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში... ხომ შეეძლოთ იმ 15 წლის განმავლობაში არა მარტო ქართული ენის სწავლა, არამედ, მგონი სვანურიც და მეგრულიც, და კიდევ ინგლისური დაემატებინათ. - საქართველოს ხელისუფლება არ ზღუდავს სომხებს რაიონულ საკრებულოს ან გამგეობის სხდომებზე სომხურად ან რუსულად ილაპარაკონ. მხოლოდ თხოვენ, რომ სხდომების ანგარიში თბილისში სახელმწიფო , ანუ ქართულ ენაზე გაიგზავნოს...“.

XS
SM
MD
LG