ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტუნისის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ალ- ყაიდასთან იყო დაკავშირებული


ერაყის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელის თქმით ეს პიროვნება შიიტური სალოცავის აფეთქებაში მონაწილეობდა, რამაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას შეუწყო ხელი ერაყში.

ერაყის უშიშროების განცხადებით ეჭვმიტანილი ბაღდადის ჩრდილოეთში ამერიკელ და ერაყელ ჯარისკაცებთან შეტაკებისას დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

როგორც ამბობენ მან უკვე აღიარა 22 თებერვალს სამარაში ოქროს გუმბათიანი მეჩეთის აფეთქება. თუმცა ამ ტერაქტის ორგანიზატორი ჰაითამ ალ-ბადრი ჯერ კიდევ ემალება მართლმსაჯულებას.

დღეს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა სუნიტური მეჩეთის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად, ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში. გარდა ამისა მოთარეშეებმა დაიალას პროვინციაში მაღაზიები გადაწვეს. ერაყის დედაქალაქში კი ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ნაღმზე აფეთქების შედეგა.

XS
SM
MD
LG