ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერებმა კუნძულ ბორნეოს ჭაობიან ტყეებში უცნაური გველი აღმოაჩინეს


მეცნიერებმა კუნძულ ბორნეოს ჭაობიან ტყეებში უცნაური გველი აღმოაჩინეს, რომელიც ქამელეონივით იცვლის კანის ფერს.

ნეხევარმეტრიანი ქვერწარმავალი გერმანელმა მეცნიერმა აღმოაჩინა მდინარე კაპუას მახლობლად, ბეთუნგ კერიჰუნის ეროვნულ ნაკრძალში, რომელიც ინდონეზიას ეკუთვნის.

დოქტორ მარკ აულიას განცხადებით მოწითალო მოყავისფრო ფერის რეპტილია თითქმის მთლიანად გათეთრდა როდესაც ის მუქ კალათაში მოათავსეს.

მეცნიერები თვლიან რომ ამგვარი სახეობის გველი შესაძლოა მხოლოდ მდინარე კაპუის აუზში ბინადრობდეს. დღემდე ამგვარი უნარით მხოლოდ გარკვეული სახეობის ხლიკები იყვნენ ცნობილნი, რომლებიც ფერს მტაცებლებისგან თავდასაღწევად იცვლიდნენ, ამიტომ მეცნიერებს ჯერჯერობით უჭირთ ამ ფენომენის ახსნა.

XS
SM
MD
LG