ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიგარეტის კვამლი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმ შემთხვევაშიც კი თუ ის პასიური მწეველის როლში გამოდის


შეერთებულ შტატებში ჩატარებული ახალი გამოკვლევის მიხედვით ბარებსა და რესტორნებში მწეველებისთვის გამოყოფილი სპეციალური სექციებიც კი არ იცავს არამწეველებს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან.

შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მინისტრის მოხსენებაში ნათვამია რომ მხოლოდ იმ შენობებში ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, სადაც საერთოდ აკრძალულია სიგარეტის მოწევა.

ამ გამოკვლევის მიხედვით განსაკუთრებული საშიშროება ემუქრება იმ ბავშვების ჯანმრთელობას რომელთა მშობლებიც მაგარი მწეველები არიან. ამგავრი მშობლების პატრონებს ასთმა, ფილტვების დაავადება და ჩვილთა უცაბედი სიკვდილის სინდრომიც კი ემუქრებათ.

2005 წლის მონაცემებით ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში 3 ათასი პასიური მწეველი ფილტვის კიბოსგან, 46 ათასი კი ინფაქტით კვდება და 430 მცირეწლოვანი იღუპება ამავე მიზეზით.

XS
SM
MD
LG