ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული შეშფოთებულია ფხენიანის მიერ შორი რადიუსის რაკეტის გამოცდის შესაძლებლობით


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბან კი მუნმა ჩინეთის ხელისუფლებას თხოვა გადაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოცდას აპირებს. ეს წინადადება სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკინში თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს წამოაყენა. ამ მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ ჩრდილოეთ კორეის განზრახვა გახდა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოცდის შესახებ.

ჩრდილოეთ კორეის ამ გეგმების შესახებ კოსმოსური თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაციით გახდა ცნობილი.

ჩინეთის სააგრეო საქმეთა სამინისტრომ ორივე მხარეს კონფრონტაციისგან თავშეკავებისკენ და ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG