ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ვაშინგტონს შეიარაღების შემცირების თაობაზე ახალი  პაქტის დადებისაკენ   მოუწოდებს


როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა სასურველია რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების აწმყო პაქტი, რომელიც კიდევ START-ის სახელითააა ცნობილი, ახლით შეიცვალოს. ამ პაქტს ვადა 2009 წელს გასდის. START-ს ვაშინგტონმა და მოსკოვმა 1991 წელს მოაწერეს ხელი.

იგი ბირთვული იარაღების ორივე მხარეს სიმეტრიულ შემცირებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმებას ითვალისწინებს.სსრკ-ს დაშლის შემდეგ, კერძოდ 1992 წელს, აშშ-მა მთელ რიგ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი რუსეთთან და სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან რომელთა ტერიტორიებზე განლაგებული იყო იმ ბირთვული იარაღების არსენალები რომლებიც ხელშეკრულების თანახმად განადგურებას ექვემდებარებოდა.

ახალი პაქტის დადების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა რომ ამერიკა- რუსეთის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

XS
SM
MD
LG