ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ტენდენციები ქართულ მედიაში


9 ივნისის შემდეგ, ქართულ მედია სივრცეში აშკარად იკვეთება ახალი ტენდენციები, ქართული, სატელევიზიო მედია სივრცე მთლიანად დაიპყრო ფეხბურთის, მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებულმა სიახლეებმა. რეპორტაჟები ბრაზილიის, არგენტინის, ჰოლანდიის, ინგლისის ფანკლუბებიდან, რომელიც სხვადასხვა მსხვილმა კომერციულმა ფირმებმა, სპეციალურად გულშემატკივრებისათვის შექმნეს.

მიმდიანრეობს, როგორც მას უწოდებენ ტოტალური ფეხბურთის, ტოტალური ანალიზი. სატელევიზიო მედიაში, ეს უკანაკსნელი ფაქტორი იმდენად აქტუალურია, რომ აშკარად მოითხოვს მცირე ანალიზს. საზოგადოება მსჯელობს _ რა არის ეს, სახელმწიფო დაკვეთა, კომერციული დაინტერესება თუ უბრალო შემთხვევითობა, რომელსაც ქართველი ხალხის სიყვარული განსაზღვრავს, ამ სპორტის მიმართ. სოციოლოგი ვაკა გორგილაძე ამ საკითხის ანალიზს გვთავაზობს.

ვაკა გორგილაძე _ არის ეს თუ არა ეს ტენდენცია, შეგნებული მანიპულაცია, საზოგადოების ცნობიერების მართვის სურვილი, საინტერესო ეს არის. თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ჩაანაცვლა ფეხბურთმა? ყველგან მთავარი სიუჟეტები ეთმობა იმ მოვლენებს, სიახლეებს, რომელსაც გარკვეული რეზონანსი, გავლენა აქვთ ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ მოვლენებზე. რა ხდება აქ, გამოშვების ბლოკი იწყება კრიმინალური ქრონიკით და იკავებს საინფომაციო გამოშვების დაახლოებით 20-25 პორცენტს. რასთან გვაქვს საქმე, საინფორმაციო გამოშვების მთავარი მისია არის მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია, ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე.

საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ეს კრიმინალური აქტი, რომელსაც ტელევიზიით წარმოგვიდგენენ, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ან რა გავლენას ახდენს ვთქვათ კოსტარიკის და კოდ დიუვარის თამაშის შედეგი. აქედან გამომდინარე სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხდება განწყობების მართვა და მანიპულირება. ანუ არის მცდელობა დაგვანახონ ის რაც სხვას უნდა რომ დავინახოთ ან კი დაფარონ ის, რაც არ უნდათ რომ დავინახოთ.

_ რა სახით და რის გადაფარვას ცდილობს მედია, რომელიც ადამიანთა ცნობიერების ყველაზე კარგი მანიპულიატორია, ამაზე საუბარს ჩვენ მომავალ გადაცემაში გავაგრძელებთ. ქართული მედია, როგორც ქართული საზოგადოების გზამკვლევი. რას ვითხოვთ და რას ვიღებთ.

XS
SM
MD
LG