ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინს ჩადის


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ბან კი მუნი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ჟაოშინს შეხვდება. მხარეები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის გეგმას, რომელიც ახალი რაკეტის გამოცდას ეხება. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების თანახმად ჩრდილოეთ კორეა აქტიურად ემზადება რაკეტის გამოცდისათვის.

დასავლეთმა და აზიის ქვეყნება უკვე გამოხატეს თავიანთიშეშფოთება ამ ფაქტის გამო. ჩინეთმა და რუსეთმა ფხენიანს მკაცრი გაფრთხილება მისცეს. იაპონური გაზეთის “იომიურის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ-მა მიიღო გადაწყევეტილება ამა წლის მიწურულისათვის, ოკინავის ბაზებზე ხმელეთი-ჰაერის ტიპის ოთხი რაკეტის განლაგების თაობაზე.

ამ გადაწყევეტილების მიღება განპირობებული ჩრდილოეთ კორეის მხრივ სარაკეტო დარტყმის საფრთხით. ცნობაში ამას გარდა ისიცა არის ნათქვამი, რომ აშშ-ი ოკინავაზე დამატებით ექვსას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს გადაისვრის.

XS
SM
MD
LG