ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიახლეები


უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, სახელოვნებო სფეროში, განსაკუთრებულად პროდუქტიული მუშაობით, ოპერისა და ბელეტის სახელმწიფო თეატრი გამოირჩევა, ამის შესახებ, ამერიკის ხმის ეთერში ჩვენ არა ერთხელ აღგვინიშნავს. ივნისის თვე თბილისში, ოპერის ბუმად არის გამოცხადებული, ყოვედღე სხვადასხვა სპექტაკლები, სხვადასხვა მოწვეული თუ ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, სრულდება.

ტელევიზიით ტრიალებს რეკლამა, ოპერის შენობა სავსეა უზარმაზარი აფიშებით და მსმენელი ქართულ ოპერაში შესამჩნევ, პოზიტიურ ძვრებზე საუბრობს. ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი დავით საყვარელიძე არსებულ და მოსალოდნელ სიახლეებზე საუბრობს.

დათო საყვარელიძე _ ამ სეზონში, იქნება 4 ახალი საოპერო და ხუთი საბალეტო პრემიერა. ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ აქამდე არაფერი კეთდებოდა, ამიტომ ვცდილობთ ბევრი ახალი წარმოდგენა დავაგროვოთ და ფართო რეპერტუარი შევქმნათ. ამიტომ ვდგამთ ბევრ სპექტაკლებს და ასევე ვცდილობთ მოვიწვიოთ დამდგმელი ჯგუფი ევროპიდან, რადგან ეს არის ძალიან კარგი ხიდი ევროპული თეატრებისკენ. მათ ასევე ჩამოაქვთ კონტაქტები, მაგალითად ერთი წლის წინ შვედეთში ვიყავით, ვერონას ფესტივალზე.

წელს 11 და 12 აგვისტოს გამოვალთ და წარმოვადგენთ “სამსონ და დალილას” და “ტრუბადურს”. “ტრუბადური” თავად ამ ფესტივალმა შეგვიკვეთა და რეჟისორიც და მხატვარიც თავად შეგვირჩია. მათთვის და ასევე ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ბრიტანელი რეჟისორის, ვერნორ მაუნდის ინტერპრეტაცია. ტრუბადურის მოქმედება ვითარდება 30-იანი წლების ესპანეთში, ეს არის ფრანკოს რეჟიმის პერიოდი, კომუნისტების პარტიზნული ბრძოლა.

“ტრუბადურის” ფაბულაზე სულ ამბობდნენ, რომ რთული გასაგებია, ამ შემთხვევაში მარტივი გახდა მისი გაგება. თან, ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის, როგორც პოსტკომუნისტური ქვეყანა, საინტერესო იქნება ამ სპექტაკლის, ასეთი ინტერპრეტაციით ნახვა. თითქოს მაყურებელი იმას ედავს, რასაც ელოდა. _ მომავალ გადაცემაში, ჩვენ უკვე ერთერთ ახალ წარმოდგენაზე, ჯუზეპე ვერდის “ტრუბადურზე” ვისაუბრებთ კრიტიკოსთან ერთად. ოპერა, რომელსაც ინგლისელი რეჟისორი ვერნორ მაუნდი და მხატვარი ქრის დევილდე ჰყავს. მთავარ პარტიებს კი ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. მომავალ შაბათს, ახალი, რევოლუციური წარმოდგენა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

XS
SM
MD
LG