ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლევანდელი წელი საქართველოში უკრაინას ეძღვნება


წლევანდელი წელი საქართველოში უკრაინის წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით უკრაინაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა, ხოლო საქართველოში - უკრაინის. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვთა საერთაშორისო ფონდი ,,ვუნდერქინდი’’ და გაზეთი ,,ნერგი’’ - ქართული მხრიდან, ასევე უკრაინული საბავშვო ჟურნალი ,,ფუტკარი’’. მათ კონკურსი გამოაცხადეს - უკრაინელი ბავშვებისათვის ეს იყო ,,რა ვიცი საქართველოს შესახებ, ქართველებისათვის შესაბამისად - უკრაინის შესახებ.

აღმოჩნდა, ბავშვებმა იცოდნენ, რომ როცა საქართველომ 15 წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობა - უკრაინამ სცნო, თუმცა ეს ურთიერთობები მხოლოდ 15 წლის წინ არ დაწყებულა... ყოველივე ამის შესახებ დღეს ჩვენი სტუმარი, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ,,ვუნდერქინდის’’ პრეზიდენტი - ნაიარა ალავერდაშვილი გცესაუბრება:

,,- ჩვენ შემდეგ პროექტებზე ვფიქრობთ. ამ პროექტის ანალიზმა საშუალება მოგვცა დაგვესკვნა, რომ ჩვენი ბავშვები უფრო უნდა დამეგობრდნენ ერთმანეთთან. ვფიქრობ, მსოფლიოს, და მთლიანად სამყაროს, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს, და თუ გვინდა, ჩვენი ბავშვები არ იყვნენ აგრესიულები, უყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენი პროექტებიც მათ დამეგობრებას, უკეთ გაცნობას უნდა ემსახურებოდეს...’’

XS
SM
MD
LG