ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ძალებმა ავღანეთში 65 მეამბოხე გაანადგურეს


ამერიკის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ ავღანეთში გაჩაღებული მძიმე ბრძოლებისას დაახლოებით 65 ექსტრემისტი გაანადგურა.

დღეს, ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთის ყანდაარის პროვიციაში ავღანელმა და კოალიციის ძალებმა ექსტრემისტები ბრძოლაში ჩაითრიეს. 25 მეამბოხე სამსაათიანი შეტაკებებისას დაიღუპა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეამბოხეები მშვიდობიან მოქალაქეებს ფარად იყენებდნენ, თავად კი მეზობელ სოფლებში გარბოდნენ. ამის პარალელურად, ურუზგანის პროვინციაში მომხდარი შეტაკებებისას კოალიციის ძალების განცხადებით, მოკლულია 40-მდე მეამბოხე. ავღანეთში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში კოალიციისა და ავღანური ძალების 10-ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG