ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში ეჭვმიტანილი ტერორისტები დააკავეს


საუდის არაბეთში ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობისთვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულია სულ მცირე 40 ეჭვმიტანილი ისლამისტი მეამბოხე. ოფიციალური წყაროების განცხადებით, რამდენიმე მათგანი ერაყთან მოსაზღვრე ქალაქ ჰაფრ ალ ბეიტენის ერთერთი სამალავიდან აიყვანეს. სხვები კი ქალაქ მექასა და მიმდებარე ტერიტორიებზე დააკავეს.

უფრო ადრე საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ ალ-ყაიდას ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებული 6 მეამბოხე და საუდელი პოლიციელი გუშინ, დედაქალაქ რიადში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. საუდის არაბეთში, ისლამისტი აქტივისტები ალყაიდასთან ერთად პრო ამერიკული მთავრობის დამხომას ცდილობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული კამპანია დაიწყო 2003 წლის მაისში, მას შემდეგ რაც ალყაიდასთან დაკავშირებულმა კამიკაძეებმა დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს.

XS
SM
MD
LG