ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იულია ტიმოშენკო - უკრაინის მომავალი პრემიერ მინისტრი


ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო პარლამენტს ოფიცილაურად წარუდგენს იულია ტიმოშენკოს ნომინაციას, როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ მინისტრს.

ქალბატონი ტიმოშენკო გასულ წელს ქვეყნის პრეზიდენტმა დაითხოვა პოსტიდან.

ხუთშაბათს ტიმოშენკომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან ბუნებრივი აირის ირგვლივ გამართულ ცხარე დებატებში განაცხადა რომ რუსეთმა უნდა გადაამოწმოს რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული გარიგების პირობები რომელიც რუსეთის აირის ფასის გაორმაგებას ეხება.

თუმცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ ხრისტენკოს თანახმად კიევი ვალდებულია პატივი სცეს უკრაინასა და რუსეთს შორის დადებულ 5 წლიან კონტრაქტს.

XS
SM
MD
LG