ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუის არბური,  აცხადებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ყველა ადამიანურად უნდა მოექცეს


გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ლუის არბური, აცხადებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ყველა ადამიანურად უნდა მოექცეს, მათ შორის საშუალება მისცეს ამ ხალხს სასამართლომ გადაწყვიტოს მათი ბედი

არბურმა ჟენევაში არსებულ ადამიანის უფლებების საბჭოს განუცხადა, რომ მსოფლიოს მთავრობებმა ტერორიზმზე საპასუხო რეაქციისას კანონით უნდა იხელმძღვანელონ. მისი განცხადებით ის ფაქტი რომ ეჭვმიტანილი ტერორისტები დაკავების საიდუმლო ცენტრებში ჰყავთ, სერიოზული შეშფოთების საგანია.

ქალბატონ არბურს კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ ცენტრალურ ევროპაში დაწესებული I საიდუმლო ციხეების შესახებ გავრცელდა.

ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება მიმდინარე წლის დასაწყისში გადაწყდა.

ამ ფონზე, გაეროს სპეციალური გამომძიებელი ჯონ დუგარდი აცხაცებს, რომ ჰამასის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ცუდად მოქმედებს პალესტინელ ხალხზე. მისი განცხადებით, სიტუაცია აუტანელია და ეს უნდა დასრულდეს.

დუგარდის განცხადებით:

“ ჩემი პირადი აზრით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ჰამასის მთავრობაზე საწინააღმდედგო შედეგს გამოიღებს, და პალესტინელი ხალხი პირიქით, მათი მთავრობის ირგლივ გაერთიანდება. ჩემი აზრით, ეს არის რასაც ისტორია გვასწავლის და მე ამას ვაცხადებ როგოც სამხრეთ აფრიკელი.

აპარტეიდის წლებში, მაშინ როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა, მხარდაჭერა აპარტეიდის რეჟიმის მიმართ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზარდა.

XS
SM
MD
LG