ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული  შტატების ჩიკაგოს სიარსის ანძაზე ტერორისტული თავდასხმების მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულია შვიდი ადამიანი


ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში -მათ შორის ჩიკაგოს სიარსის ანძაზე ტერორისტული თავდასხმების მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულია შვიდი ადამიანი.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, შვიდივე მათგანი ფლორიდის ქალაქ მაიამიში დააკავეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით დღეს გაავრცელებენ სპეციალურ პრეს კონფერენციაზე.

სი ენ ენის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კაცმა რომელმაც განაცხადა რომ თვითონაც იმ ჯგუფის წევრი იყო, თქვა რომ დაკავებულები ტერორისტები არ არიან. მისი განცხადებით, ამ ჯგუფის სახელწოდებაა “დავითის ზღვები” და რომ მისი ჯარისკაცები ჩიკაგოში იმყოფებიან.

ოფიციალური წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ დაკავებული შვიდი ადმაიანი ასევე სხვა ობიექტეის წინააღმდეგაც გეგმავდა თავდასხმებს, მათ შორისგ ამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისზე მაიამიში.

ეჭვმიტანილთა უმრავლესობა ამერიკელია, ერთი ჰაიტიდან არის. სასამართლოს წინაშე ისინი დღეს წარსდგებიან.

XS
SM
MD
LG