ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და პალესტინელთა ლიდერი იორდანიაში შეხვდნენ ერთმანეთს.


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინელთა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დრეს იორდანიის ქალაქ პეტრაში, შეხვდნენ ერთმანეთს.

ნობელის პრემიის ლაურეატთა ფორუმზე დასასწრებად ჩასული ორი ლიდერი, იორდანიის მეფის მიერ გამართულ საზეიმო საუზმობისას შეხვდა ერთმანეთს. მათ ოფიციალური სეხვედრის მოწყობის სურვილი გამოთქვეს.

ოლმერტის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო აბასთან.

ეჰუდ ოლმერტმა, ისრაელის მიერ ახლახანს განხორციელებული საჰაერო დარტყმისას, უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვის გამო სინანული გამოხატა.

XS
SM
MD
LG