ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეებმა ერაყში 5 ამერიკელი მოსამსახურე მოჰკლეს.


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხი საზღვაო ქვეითი ორ დამოუკიდებელ ინციდენტში სამშაბათს ანბარის პროვინციაში დაიღუპა, მეხუთე კი გუშინ ბაღდადის სამხრეთში გზის პირას დაფლული მომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

ამ ფონზე, სადამ ჰუსეინის ერთერთი მთავარი ვექილი ხალილ ალ დულაიმი კი აცხადებს, რომ დაცვის ადვოკატების სიმცირის პროტესტის ნიშნად სადამ ჰუსეინმა და კიდევ რამდენიმე ბრალდებულმა დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი მათი ადვოკატების დაცვას მოითხოვენ.

გუშინ შეიარაღებულმა პირებმა როგორც ცნობილია ჰუსეინის ადვოკატი ხამის ალ ობაიდი გაიტაცეს და მოჰკლეს.

ერაყის ქალაქ თაძში მეამბოხეებს ჯერ კიდევ გატაცებული ჰყავთ ქარხნის 85-მდე მუშა. პრესის ინფორმაციით თავდამსხმელებმა უკვე გაათავისუფლეს სუნიტი მძევლები, თუმცა მოჰკლეს ორი მძევალი, რომელბიც გაქცევას ლამობდნენ.

XS
SM
MD
LG