ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატმა უარყო ამერიკაში სახელფასო მინიმუმის გაზრდა


ამერიკის სენატმა უარყო დემოკრატების მიერ შეთავაზებული გეგმა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ამერიკაში სახელფასო მინიმუმის გაზრდაზე.

სენატორებმა კანონპროექტს 52 - 46 ხმის წინააღმდეგ უყარეს კენჭი, თუმცა კანონის დასამტკიცებლად 60 ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტი, რომლის ავტორია სენატორი მასაჩუსეთსიდან ედვარდ კენედი, მინიმუმ ხელფასს ერთ საათში 7დოლარსა და 25თ ცენტამდე გაზრდიდა.

კენედის განცხადებით, ის ხალხი რომელიც დღევანდელ სახელფასო მინიმუმზე მუშაობს, წელიწადში მხოლოდ ათი ათასს დოლარს გამოიმუშავებს, რაც სიღარიბის დონეს ბევრად ჩამოუვარდება.

ამ ფონზე, რესპუბლიკელეები აცხადებენ, რომ სახელფასო მინიმუმის გაზრდა დამსაქმებლებს მეტი მუშახელის დაქირავებას გაუძნელებს.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან, რესპუბლიკელები არაერთხელ დაუპირისპირდნენ მსგავს ზომას.

XS
SM
MD
LG