ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტზე საერთო ფასეულობების საკითხი წამოიწია.


გაზეთ ფაინანშლ თაიმსის კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვას პრეზიდენტმა ბუშმა აბსურდული უწოდა. ავსტრიის ტელე და რადიო კორესპონდენტმა მოიყვანა საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად პრეზიდენტ ბუშის არაპოპულარობის ფაქტი და ის, რომ ევროპელთა დიდი ნაწილის აზრით ბუშის საერთაშორისო პოლიტიკა მსოფლიოში დესტაბილიზაციას იწვევს.

“ჩემი კითხვაა, თუ რატომ ვერ შესძლეთ თქვენ ევროპელების მხარდაჭერისა და გულის მოგება”. ჰკითხა პრეზიდენტს ავსტრიელმა ჟურნალისტმა რაიმუნდ ლოევმა.

“როგორც ჩანს ხალხი ერაყთან მიმართებაში ჩემს გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. და მე მათი კარგად მესმის. ევროპისათვის 2001-რთი წლის 11-ტი სექტემბერი მხოლოდ ერთი გაელვება იყ. ჩვენ კი ამ ტერაქტმა მთელი მსოფლმხედველობა შეგვიცვალა. მე ამერიკელებს შევფიცე, რომ მათ დასაცავად ყველა ღონეს ვიხმარ და ამ პირობას შევასრულებ კიდეც”. ციტატის დასასრული.

სამიტის მასპინძელმა, ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შუესელმა აღნისნა, რომ 11-ტი სექტემბრის შემდეგ, ტერორისტებმა ასობით ევროპელს მოუსწრაფეს სიცოცხლე. კანცლერმა ევროპელებს მოუწოდა გაიტვალისწინონ ის გავლენა, რომელიც ტერაქტმა არა მხოლოდ ამერიკელებზე, არამედ ამერიკულ, ევროპულ და საერთაშორისო ფასეულობებზე მოახდინა. მან დაამატა, რომ მიუხედავად ამისა ეს ფასეულობები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

“ჩვენ ტერორზე გამარჯვებას მხოლოდ საკუთარი საერთო ფასეულობების არ შეზღუდვის შემთხვევაში შევძლებთ. და თუ ჩვენ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და პიროვნების უფლებებზე უარს ვიტყვით, გამარჯვების მიღწევა შეუძლებელი გახდება.” თქვა ბატონმა შუესელმა.

ევროპელების ბრალდებას, რომ ამერიკა ამ პრინციპებს არღვევს, ამერიკელების მიერ ევროპაში განლაგებული საიდუმლო საპყრობილეების არსებობამ და ევროპული აეროპორტების ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გადაყვანისათვის საიდუმლოდ გამოყენებამ და გუანტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილეში, პატიმართა მიმართ უსამართლო მოპყრობის ფაქტებმა, კიდევ უფრო შემატა ძალა.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გუანტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილის დაკეტვას აპირებს.მან დაამატა, რომ მას თავისუფლების მცნების უნივერსალიზმისა სჯერა და რომ გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა დაამატა, რომ აფრიკის შიდსით დაავადებულთა დახმარებას და შიმშილსა და დარფურის რეგიონის გენოციდს მთელის გულისხმევით მოეკიდება.

თავის მხრივ ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამერიკა რომ არა მისი ქვეყანა და ევროპა მთლიანობაში ასეთი განვითარებული და მშვიდობიანი ვერ იქნებოდა. და გაიხსენა ის თუ როგორ დაეხმარა ამერიკა, მეორე მსოფლიო ომში მის ყოფილ მოწინააღმდეგეებს ნაწელში გამართვაში.

XS
SM
MD
LG