ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა კიმ დაე ჯუნგმა ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა


სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა კიმ დაე ჯუნგმა ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, რის საბაბადაც მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიერ, შორი რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესაძლებლობის გამო გამოთქმული შიში დასახელდა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის ჯან სე ჰიანის თქმით: “ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოსდის შესაძლებლობა ვიზიტს საკმაოდ ართულებს. ვიზიტი მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის შემთხვევაში გახდება რეალური”.

პრეზიდენტმა ბუშმა დღეს ვენაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა დაიცავს საერთაშორისო ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა უარს ამბობს შორი რადიუსის მქონე რაკეტების გამოცდაზე.

ფხენიანი აცხადებს, რომ მას აქვს ბალისტიკური რაკეტის გამოცდის უფლემა. მაგრამ იმის შესახებ დაგემილია თუ არა გამოცდა ინფორმაციას არ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG